“ნეთანიაჰუს ქვეყანა, დაუდევრობით, კატასტროფამდე მიჰყავს” – ისრაელში პრემიერს აკრიტიკებენ
ისრაელის ოპოზიციური პარტიის, Yamina-ს ლიდერი, ვაფტალი ბენეტი მმართველ პარტია “ლიკუდს” აკრიტიკებს და მას უწოდებს პარტიას, ”რომელსაც არ შეუძლია, მართოს ქვეყანა და რომლის დაუდევრობას ისრაელი წარუმატებულობიდან კატასტროფამდე მიჰყავს”.
ბენეტი, რომელიც, სავარაუდოდ, პირველი პრემიერმინისტრი იქნება “იეშ ატიდთან” კოალიციის შემთხვევაში, წერს Facebook-ში, რომ მთავრობამ არ უნდა შეაჩეროს ოპერაციები ღაზაში, სანამ “ჰამასი” “არ გადაიხდის დიდ ფასს”.
ბენეტი ასევე მოუწოდებს მთავრობას, დაიცვას ქალაქების მაცხოვრებლები, რომლებიც ბოლო დღეებში მწვავე არეულობის მომსწრენი არიან.
”იურიდიულმა და პოლიტიკურმა სისტემამ მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც საკუთარ თავსა და ოჯახებს იარაღით იცავს”, – ამბობს ბენეტი და იმეორებს შინაგან საქმეთა მინისტრის, ამირ ოჰანის მოწოდებას, გათავისუფლებული იყოს ებრაელი, რომელიც დაკავებულია ლოდში ისრაელელი არაბის მკვლელობის გამო.
არაბი მამაკაცი, რომელზეც მიდის საუბარი, მოკლულია 10 მაისის ღამით არეულობების დროს. ამ დღეს კიდევ ორი პირი დაიჭრა. ზოგიერთი მედიასაშუალება წერდა, რომ მამაკაცი იმ ადამიანების რიცხვში იყო, რომლებიც ებრაელთა სახლებს ქვებს და ყუმბარებს ესროდნენ. ისინი ადგილობრივების მიერ იყვნენ მოკლული. ებრაელი თვითმხილველების თქმით, ებრაელების მხრიდან ეს თავდაცვა იყო.
”ის ფაქტი, რომ ისინი ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან, არის მორალური უსამართლობა და ძლიერი სიგნალი ყველასთვის, ვისაც მოუნდება მომავალში საკუთარი თავის დაცვა”, – წერს ბენეტი.