აკაკი მინაშვილი – ნიკა მელიას სარჩელზე: სტრასბურგის სასამართლომ გამოაგზავნა კონკრეტული კითხვები და ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე პასუხები გასცეს

“სტრასბურგის სასამართლომ გამოაგზავნა კონკრეტული კითხვები და ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე პასუხები გასცეს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება კარგად გრძნობს, რამდენად სერიოზული დარღვევები აქვს ნიკა მელიას უკანონო დაკავების მიმართულებით.

„ნიკა მელიას სარჩელი ეხება მის უკანონო დაკავებას, კომუნიკაცია სტრასბურგიდან ძალიან სწრაფად შედგა ხელისუფლებასთან, რაც ნიშნავს, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება სერიოზული დარღვევების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ გამოაგზავნა კონკრეტული კითხვები, ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე პასუხები გასცეს. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა, რადგან ძალიან კარგად გრძნობს, რამდენად სერიოზული დარღვევები აქვს ნიკა მელიას უკანონო დაკავების მიმართულებით“, – განაცხადა მინაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, სასარჩელო მოთხოვნა ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რაც კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები