ირაკლი კობახიძე: მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, მოვიგებთ არჩევნებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთადერთი კანდიტატი ნიკა მელია იქნება, არჩევნებს მმართველი გუნდი მოიგებს.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში, დაახლოებით, პროპორციას ვგულისხმობ, 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს, ეს შემიძლია – თამამად გითხრათ. 2/1-ზე ნიშნავს დაახლოებით 65%-ს ჩვენთვის, ეს თამამი განცხადება შეგვიძლია, გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება –  ჰქონდეს ოპოზიციას. იქ შესაძლოა, სხვანაირი პროცენტები დალაგდეს, მაგრამ ასეც და ისეც ჩვენი კანდიდატი, გარწმუნებთ, დამაჯერებლად მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები