ანდრიუს კუბილიუსი – “ნაციონალურ მოძრაობას”: მინდა, მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეუერთდეთ პარლამენტს
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ნაციონალურ მოძრაობას” შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
როგორც კუბილიუსი “ტვიტერზე” წერს, საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში “ნაციონალური მოძრაობიდან”! მინდა, მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეუერთდეთ პარლამენტს, საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რომ მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში! იმედი მაქვს, რომ იმავეს ვიხილავთ საქართველოში!”, – წერს კუბილიუსი.