შოთა არველაძე: ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ
“მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები”, – ამის შესახებ ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ განაცხადა და კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.
მისივე თქმით, პოლიტიკაში ისეთივე აქტიური იქნება, როგორიც აქამდე იყო.
“მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები. მერობის კანდიდატად არა, არ ვაპირებ, არ მაინტერესებს, მაქვს ჩემი საქმე. არა სიტყვა არის არა. ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და სწყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, რაც აქტიური ვიყავი დღემდე, სხვანაირად ჩემს თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ”, – განაცხადა არველაძემ.