ანრი ოხანაშვილი: შეთანხმებას შევასრულებთ და ამნისტიის პროექტი აუცილებლად იქცევა კანონად

“შეთანხმებას შევასრულებთ და ამნისტიის პროექტი აუცილებლად იქცევა კანონად”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გირაო გადაიხადეს იმისთვის, რომ ევროკავშირს დესტაბილიზაციის შესაძლებლობა არავისთვის მიეცა.

„თავის დროზე, ნიკა მელია ამბობდა, რომ ვერ დაიჭერდნენ. სამართლებრივი პროცედურები აღსრულდა და დააკავეს. ასევე, ამბობდა, რომ ვინც მას გირაოს გადაუხდიდა, იქნებოდა მისი მტერი და არ მიიღებდა გირაოს. გირაო გადაიხადეს იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის შესაძლებლობა ევროკავშირს არავისთვის მიეცა. ნიკა მელიამ მიიღო ეს გირაო. ამნისტიის პროექტზეც ამბობს, რომ არ უნდა, მაგრამ მოუწევს, ეს პროექტი მასზე გავრცელდეს. ჩვენ ეს ვალდებულება ნაკისრი გვაქვს შარლ მიშელის ჩართულობით წარმართული მოლაპარაკებების შემდეგ დადებული დოკუმენტის შედეგად. ამიტომ, ჩვენ ამ შეთანხმებას შევასრულებთ და ეს პროექტი აუცილებლად იქცევა კანონად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები