გიგა ბოკერია: ივნისში მთლიანად ოპოზიცია, ვისაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური ამოცანა აქვს, შეთანხმებული უნდა ვიყოთ კოორდინაციის ფორმაზე

“ივნისის თვეში ოპოზიცია მთლიანად,  ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების რეალური ამოცანა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ამოცანა აქვს, შეთანხმებული უნდა ვიყოთ კოორდინაციის ფორმაზე”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, თუ რა შეთანხმებით გადიან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ამ ვითარებაში, როცა ეს ფურცელი დაიხურა ან იხურება, ვგულისხმობ მოლაპარაკებებს, რომელიც, ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის არახელსაყრელად დამთავრდა, უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს არსებულ ვითარებაში ვადამდელი არჩევნების მიღწევა, როგორ უნდა გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და, ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რომ კოორდინაციის პროცესი სწრაფად დაიწყოს და ჩვენი მოქალაქეების იმედგაცრუების გარეშე დასრულდეს. ჩვენი აზრით, ივნისის თვეში, ოპოზიცია მთლიანად, ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების რეალური ამოცანა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ამოცანა აქვს, შეთანხმებული უნდა ვიყოთ კოორდინაციის ფორმაზე, რომ ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის ნათელი იყოს რა გზით, რა ტიპის შეთანხმებებით და კოორდინაციით გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნებისთვის როგორ ვემზადებით”, – განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები