ანრი ოხანაშვილი: მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება
“მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„დედაქალაქის მერობის კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნების გარანტირებული მოგება კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება. „ქართულ ოცნების“ კანდიდატი უპირობო გამარჯვებული იქნება და ის თან პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.