ანრი ოხანაშვილი: ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გირაო გადაიხადა
“ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გირაო გადაიხადა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ნიკანორ მელია.
„რაც უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები, საქმე გვაქვს შემდეგნაირად: ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გირაო გადაიხადა და ინსტრუმენტი, რომ მელიას საშუალებით სურდა სააკაშვილს, ეს რუსული სცენარი განეხორციელებინა, აღკვეთა. ეს არის მარტივი საკითხი. საერთოდ, ევროკავშირისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ნიკანორ მელია. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. შესაბამისად, ვინაიდან ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, არ მისცა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილს, მელიას მეშვეობით დესტაბილიზაციის რუსული სცენარის განხორციელება შეძლებოდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა.