სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა

“ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ისტორიული დღეა.

„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ბევრი რამ აქვთ საერთო, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა. ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნას, რომ გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის ასევე სამაგალითოა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას დღეს ეწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები