გიორგი კონდახიშვილი: ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან

“ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შუამდგომლობა აუცილებლად დაკმაყოფილდება.

“ნიკა მელიას ბრძოლამ, პრინციპულობამ, ასევე, ევროკავშირის, ამერიკისა და ჩვენი მეგობრების ძალისხმევამ აიძულა ხელისუფლება, დაესრულებინა ნიკა მელიას უკანონო, პოლიტიკური პატიმრობა. დღეს ხდება, უბრალოდ, ამის გაფორმება. შემიძლია, გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში და რომელიც უნდა განიხილოს მოსამართლემ, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან,” – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 16:00 საათზე დაინიშნა. სხდომას არ დაესწრება თავად ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.

ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები