თეა წულუკიანი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმების მდგომარეობას პირადად გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი აგრძელებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში ვიზიტებს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, მინისტრი საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორ გიორგი კალანდიასთან ერთად ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმებს ეწვია. თეა წულუკიანმა დაათვალიერა სამუზეუმო კოლექციები და პირადად გაეცნო მათ მდგომარეობას. ინფორმაციისთვის, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმები 2019 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები გახდნენ და ორივე მუზეუმს აქვს როგორც შენობის, ასევე, საცავების მნიშვნელოვანი პრობლემა.
სწორედ ამ საკითხსა და მუზეუმების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს თეა წულუკიანმა და გიორგი კალანდიამ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები