კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 607, იმერეთში – 108, აჭარაში – 102
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარაში – 102, იმერეთში – 108, ქვემო ქართლში – 82, შიდა ქართლში – 24, გურიაში – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 83, კახეთში – 23, მცხეთა-მთიანეთში – 25, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623, საიდანაც: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 514, აჭარაში – 499, იმერეთში – 461. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, მათ შორის, თბილისში – 479, აჭარაში – 86, იმერეთში -116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში – 128, აჭარაში – 8, იმერეთში – 15. 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 – თბილისში, 348 – აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.