პროკურატურა: როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი სასამართლოს მივმართავთ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება.

უწყებაში ამბობენ, რომ როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი იქნება წარდგენილი, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით.

„როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები