ალუდა ღუდუშაური: ნიკა მელია სააკაშვილის ლაბირინთებშია გახლართული

ეს არის სპეკულაციური, – ასე აფასებენ “ქართულ ოცნებაში” პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციას, რომ გირაოთი გათავისუფლებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტიდან ამნისტიის კანონი იქნება გაწვეული.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები ყველა მხარემ უნდა შეასრულოს, ენმ და მისი ლიდერი კი დესტრუქციული ქმედებებით ამას ხელს უშლიან.

“მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც დაუხაზა ალბათ, როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო, ამიტომ სააკაშვილის ლაბირინთებში არის გახლართული ბატონი მელია, რაც ადამიანურად შესაცოდია ნამდვილად,” – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი ალუდა ღუდუშაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები