„წითელ ხიდზე“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„არადეკლარირებული თანხა, მებაჟე-ოფიცრებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილის ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, მანქანის სალონში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. აღნიშნული თანხის მალულად შემოტანას, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები