გურამ ნიკოლაშვილი – ნამახვანჰესზე: ხდება მითების კონსტრუირება და კიდევ ერთი პოლიტიკური ტალღის აგორების მცდელობა

“მათი ფორმატი არის ის, რომ რაციონალური საუბრის ველი არ რჩება. აქედან გამომდინარე, ჩნდება მარტივი დასკვნა, თუ ხდება მითების კონსტრუირება და მისი გამოყენება, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ პროტესტი არის დიდი, ვხედავთ, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური ტალღის აგორების მცდელობა”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების უმრავლესობას პროექტის კონტრაქტიც არ აქვთ წაკითხული და მაინც ეწინააღმდეგებიან.

ნიკოლაშვილის განცხადებით, ე.წ. რიონის ხეობის მცველებს არ სურთ რაციონალური დიალოგის რეჟიმში საუბარი.

“პროტესტის მქონეებს არ აქვთ წაკითხული ის კონტრაქტი, რომელსაც ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ. 250-გვერდიანი საერთაშორისო ტენდერი იქნა გამოცხადებული და გამარჯვებულ კომპანიასთან დადებულია უმაღლესი ხარისხის ხელშეკრულება. ამ კონტრაქტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც არათუ წაკითხული არ აქვთ, შეხებაც არ ჰქონიათ.
კრიტიკას ვისმენთ ქართველი ხალხის, ადგილობრივი მაცხოვრებლების, სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანებისგან. საინფორმაციო ველი ისე ტირაჟირებს ყველაფერს ეძლევა ლეგიტიმაცია. ამიტომ, ლეგიტიმური ხდება სხვადასხვა კითხვების დასმა და არავინ უყურებს რა დგას ამ კითხვების უკან. თუკი მიზანი არის სიმართლის დადგენა, რაც თავიდან იყო ამ პროტესტის მთავარი მამოძრავებელი, რომ გვაქვს რაღაც კითხვები, როცა ხდება შეთავაზება დავსხდეთ, ვიმუშაოთ, ეგრევე გვერდზე გადიან. პრაქტიკულად, მათი ფორმატი არის ის რომ რაციონალური საუბრის ველი არ რჩება. აქედან გამომდინარე, ჩნდება მარტივი დასკვნა, თუ ხდება მითების კონსტრუირება და მისი გამოყენება, მეორეს მხრივ ვხედავთ რომ პროტესტი არის დიდი, ვხედავთ, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური ტალღის აგორების მცდელობა”, – აღნიშნა გურამ ნიკოლაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ განხილვაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რუსული ინტერესების შესახებ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები