მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტს არ ჰქონია მინიშნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს
“პრეზიდენტს არ ჰქონია მინიშნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, თუ ვეტო იქნება, ამ შემთხვევაში იქნება მსჯელობა, დასაძლევია თუ არა ვეტო.
„მგონია, რომ მე და მიხეილ სარჯველაძემ დავარწმუნეთ პრეზიდენტი, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე, ჩვენი კანონმდებლობით, რომ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ კონსტიტუციური პრობლემა არ აქვს.
პრეზიდენტს არ ჰქონია მინიშნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მაგრამ ჩვენ ვიმსჯელებთ სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. თუ ვეტო იქნება, ამ შემთხვევაში ვიმსჯელებთ, დასაძლევია თუ არა ვეტო. თუ არ იქნება ვეტო, ამას მივესალმებით, რადგან აბსოლუტურად გამართულ კანონმდებლობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.