მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ საერთოდ რომ არ ამოიღოს ხმა, ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს იმის მიუხედავად, ამნისტიის პროექტი მიღებული იქნება თუ არა

“ნიკა მელიამ საერთოდ რომ არ ამოიღოს ხმა, ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს იმის მიუხედავად, ამნისტიის პროექტი მიღებული იქნება თუ არა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონი უტოვებს მას საშუალებას, რომ წინააღმდეგი იყოს რაღაცის, ამნისტია იქნება თუ სხვა ნებისმიერი რამ.

„ამ შემთხვევაში, როგორც იურისტმა, ამ კუთხით მინდა, გაგცეთ პასუხი. ამნისტიის პროექტში არ წერია თანხმობა, იურისტებისთვის თანხმობა და თუ წინააღმდეგი არ არის აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს, თანხმობა არის აქტიური მოქმედება, რომელიც უნდა გამოხატოს ამნისტიის ობიექტმა, ანუ ნიკა მელიამ საერთოდ ხმა რომ არ ამოიღოს, არაფერი თქვას, ის ჩვეულებრივად დატოვებს საპატიმროს, ამნისტიის პროექტი მიღებული იქნება თუ არა.

რაც შეეხება წინააღმდეგობას, კანონი უტოვებს მას საშუალებას, მას არ ართმევს უფლებას, რომ წინააღმდეგი იყოს რაღაცის, ეს ამნისტია იქნება თუ სხვა ნებისმიერი რამ. თუ დაწერს, რომ მე წინააღმდეგი ვარ საერთოდ რომ არ მივიღო ეს პირობები ამ შემთხვევაში არ შეეხება მხოლოდ, მაგრამ თანხმობა მისი, რომ შემახეთ ამნისტია, ეს საჭირო არ არის. ეს არის ორი სხვადასხვა რამ და როდესაც ამბობენ რომ თანხმობაა საჭირო ესეც არასწორია და, სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები