იაგო ხვიჩია: პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე სერიოზულად ფიქრობს
“გირჩის” წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე სერიოზულად ფიქრობს.
“ვფიქრობ, პრეზიდენტი სერიოზულად ფიქრობს ვეტოზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცნაურია, ის ერთობოდეს ქართველ პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრებით. კანონპროექტების კანონპროექტებით დათრგუნვა, როგორც ჩანს, ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი სტილია, რომლის შინაარსიც მე კარგად არ ვიცი.
მგონია, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ერთიან დოკუმენტზე შევთანხმდეთ და არა ის, რომ როცა რაღაც არ მოგვეწონება, ყველამ ჩვენ ჩვენი დოკუმენტებითა და კანონპროექტებით ვიაროთ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია,” – განაცხადა ხვიჩიამ.