ნიკოლოზ სამხარაძე: თავად გერმანელებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ადვილია არგუმენტირება, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი, როდესაც ქართული ჯარი სრულიად თავსებადია ნატო-ს ჯარებთან
“თავად გერმანელებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უფრო ადვილია არგუმენტირება, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი, როდესაც ქართული ჯარი სრულიად თავსებადია ნატო-ს ჯარებთან”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანელები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ქართველი სამხედროების წვლილს ავღანეთის მისიაში.
„თავად გერმანელებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უფრო ადვილია არგუმენტირება, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი, როდესაც ქართული ჯარი სრულიად თავსებადია ნატო-ს ჯარებთან. ამ მხრივ არის ძალიან დიდი დაფასება ჩვენი სამხედროების. დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება ავღანეთიდან გერმანიის სამხედროების გამოსვლა და, მათ შორის, ქართული კონტინგენტიც დატოვებს ავღანეთს . ეს არანაირად არ იმოქმედებს ურთიერთობებზე, რადგან გერმანელები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მისიების გაგრძელებას ევროკავშირშიც და თუ ნატო-შიც დასჭირდებათ, ისინი ჩვენს იმედზე არიან და ჩვენც აუცილებლად მონაწილეობას მივიღებთ ამ მისიებში.
ავღანეთში საქართველოს მისიას ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ასევე, ძალიან დიდი სამხედრო დატვირთვა. ჩვენმა სამხედროებმა საქართველოს სახელი ძალიან შორს გაიტანეს და ეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ძალიან დაეხმარება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში შეხვედრებს მართავს.