ირაკლი კობახიძე: ჩვენი კანდიდატი ოპოზიციურ კანდიდატებს თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში დაამარცხებს
“ეს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე 57%-იან საარჩევნო ზღვარს ვერაფრით გადალახავს”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
„ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია, ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.