ირაკლი კობახიძე: ის კანონი, რომელიც მივიღეთ, შესაბამისობაშია ქართულ სტანდარტებთან და თითქოს ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია
“ის კანონი, რომელიც მივიღეთ, შესაბამისობაშია ქართულ სტანდარტებთან და თითქოს ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ იქნება ინტერესი დისკუსიისთვის, მაშინ მმართველი გუნდი ამისთვის მზადაა.
„კითხვის ნიშნების დასმისთვის საფუძველი რეალურად არ არსებობს, თუმცა, თუ იქნება ინტერესი დისკუსიისთვის, მაშინ ჩვენ, ბუნებრივია, ამისთვის მზად ვართ. პირველ ყოვლისა, ჩვენ შევხედავთ შენიშვნებს, თუკი იქნება წარმოდგენილი.
ვეტოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა აქვს და პროცედურებს გავყვებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ის კანონი, რომელიც მივიღეთ, არის შესაბამისობაში ქართულ სტანდარტებთან, საუკეთესო დასავლურ პრაქტიკასთან და თითქოს ვეტო ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ერთგვარი სპეკულაცია, რაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვესმის ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.