ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში დეპუტატების ჩართულობა

“მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ჩართულობა, ვინაიდან ისინი არიან ხიდი ჩვენს საზოგადოებასთან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა, სადაც იგი დეპუტატების ვაქცინაციას დაესწრო.

მისი თქმით, გუშინ დაფიქსირდა რეკორდული რიცხვი, კერძოდ, 3 600-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა ვაქცინაცია, რაც სასიხარულოა.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება, რაც საზოგადოებაში ვაქცინაციას გაზრდის. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში მინისტრების ჩართულობა აქტიურია. ასევე, მნიშვნელოვანია ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ჩართულობა, ვინაიდან ისინი არიან ხიდი ჩვენს საზოგადოებასთან და დარწმუნებული ვარ, გაააქტიურებს ამ პროცესს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები