AstraZeneca-ს დამატებით 43 000 დოზა საქართველოშია

AstraZeneca-ს ვაქცინის დამატებით 43 000 დოზა საქართველოშია. ამდენივე რაოდენობის ვაქცინას ქვეყანაში მაისის ბოლოსაც ელოდებიან.

პარალელურად, AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრა დაიწყება. შესაბამის ვებგვერდზე ჩაწერა უკვე მიმდინარეობს. ასაკობრივი ზღვარი დაწესებული არ არის და მოქალაქეს დარეგისტრირება ნებისმიერ იმ კლინიკაში შეეძლება, სადაც იმუნიზაცია ხდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები