ირაკლი კობახიძე: გერმანელი კოლეგების სურვილია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამას მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას

ჩვენი გერმანელი კოლეგების სურვილია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამას მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ვიზიტის დროს „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენი გერმანელი კოლეგები არიან ინფორმირებული საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. მათი სურვილი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამას მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას. ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებას და ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დოკუმენტის მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციასაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები