კარლ ჰარცელი: ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს შესაძლო გადახდა განხილვის პროცესშია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს შესაძლო გადახდა განხილვის პროცესშია.

მისივე თქმით, შედეგები მომდევნო დღეებში გამოჩნდება.

“ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს შესაძლო გადახდა და სხვა საკითხები განხილვის პროცესშია და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება, წინ წავიწიოთ მომდევნო დღეებში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციისთვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია. იმპლემენტაციის პროცესი კი რეფორმებამდე მიგვიყვანს”, – ამბობს კარლ ჰარცელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები