გია ვოლსკი – ივერი მელაშვილზე: ნებისმიერ ადამიანზე ზეწოლა, მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, არის მიუღებელი

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილზე თავდასხმას ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, ზეწოლა და ფიზიკური ძალის გამოყენება მიუღებელია.

“ნებისმიერ ადამიანზე ზეწოლა, მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, არის მიუღებელი და კანონის დარღვევაა, ისევე როგორც ივერი მელაშვილის გამოჩენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, სავაჭრო ცენტრში, ან კონკრეტულ ტელევიზიასთან ერთად, აი, ამ შემთხვევაშიც დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ, ეს სახელმწიფოს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გარკვეული ზომები მიიღოს სასულიერო პირების მიმართ და, მეორე მხრივ, გაგრძელდეს ეკლესიის დისკრედიტაცია”, – აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები