ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურებული არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურებული არ არის.
„ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა. გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა და ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყნაში ინდური შტამი, ნამდვილად არის. მაგრამ, ჯერჯერობით არის მხოლოდ ბრიტანული შტამი. ამ წუთისთვის ლუგარიდან ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ მაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.