ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა მელიას შარავანდედის მოხვეჭა უნდოდა, ახლა იძულებულია, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია იძულებულია, ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს.

მისივე თქმით, მელიამ კანონი დაარღვია და ამით გარკვეული პოპულარობის მოხვეჭა სურდა, რაც არ გამოუვიდა.

“დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მისი ყველა განცხადება, რომელიც თითქოსდა ემსახურებოდა იმას, რომ მელია გამოჩენილიყო, ასე ვთქვათ, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად, სინამდვილეში, ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი. ამ კანონის დარღვევით უნდოდა პოპულარობისა და გარკვეული შარავანდედის მოხვეჭა და რეალურად აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა, საპატიმროში და ახლა, რა თქმა უნდა, იძულებულია, დათანხმდეს გირაოს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები