მეხიკოში მეტროს ხიდის ჩამონგრევას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მეტროს ხიდი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც მას მატარებელი გადიოდა.

ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე დაშავდა.

ინფორმაციას ქალაქის მერი, კლაუდია შეინბაუმი ადასტურებს.

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიკოსებმა კლინიკებში 34 ადამიანი გადაიყვანეს.

მეხიკოს მეტრო ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი მეტროპოლიტენია.

ბოლო ინციდენტი აქ იანვარში მოხდა, როდესაც ერთ-ერთ მეტროსადგურში აალება მოხდა. მომხდარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 29 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები