ილია მეორე: ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის
“დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“ქრისტე აღდგა!
ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის;
და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის.
ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი.
ჩვენთან არს ღმერთი!”,- ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.