იერუსალიმში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრებიან
იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წმიდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის ემზადებიან. ტაძარი უკვე გაიღო, ადგილზე მომლოცველები მივიდნენ.
იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები დღეს, დილის ცხრიდან ათ საათამდე უნდა მისულიყვნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენელები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში უშვებენ. ვისაც არ აქვს გაკეთებული კორონავისურის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩებიან.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.