საქართველოში კორონავირუსის 1 147 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 690 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 129 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 690 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.70%

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  311 457-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 690  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 291 457-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 653 შემთხვევა, აჭარა – 144, იმერეთი – 83, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 36, გურია – 22სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102, კახეთი – 35მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1844, საიდანაც: 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 125, აჭარაში – 447, იმერეთში – 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 74პირი, მათ შორის, თბილისში – 356, აჭარაში – 79, იმერეთში -104. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 144 პირი, მათგან თბილისში – 97, აჭარაში – 12, იმერეთში – 11. 750 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 – თბილისში, 31– აჭარაში. 11 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 9ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 82, ხოლო აჭარაში – 14.

სულ  6 ოქტომბრიდან – 30 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 567პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 203 ადამიანიმათ შორის თბილისში – 23 877 პირიაჭარაში – 2 735, იმერეთში – 1 212.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები