ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე შეთანხმდნენ

 

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებმა, სადირ ჟაპაროვმა და ემომალი რახმონმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საზღვარზე შეირაღებული ინციდენტი განიხილეს, რომელსაც ორივე მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა მოჰყვა.

ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

”სახელმწიფოთა მეთაურებმა სახელმწიფო საზღვრის ყირგიზ-ტაჯიკეთის მონაკვეთზე ვითარების დეესკალციისკენ მიმართული ღონისძიებები განიხილეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საუბრის მსვლელობისას ჟაპაროვმა ხაზი გაუსვა, რომ მტკიცედ არის განწყობილი, სახელმწიფოთაშორისი საკითხების მოგვარება დიალოგის გზით უნდა მოხდეს. ასევე, გამოთქვა მზაობა, საზღვარზე შენარჩუნებული იყოს სტაბილური ვითარება.

მისივე თქმით, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა მომავლშიც იქნება ნაყოფიერი და განვითარდება ყირგიზ და ტაჯიკ ხალხებს შორის ტრადიციული და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის საფუძველზე.

”ქვეყნების მეთაურები შეთანხმდნენ, რომ არსებული ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარდება და გამართავენ პირისპირ შეხვედრას დუშანბეში მიმდინარე წლის მაისის მეორე ნახევარში”, – აღნიშნავენ პრესსამსახურში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ყირგიზეთ-ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე მხარეთა სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება 1 -ელ მაისს ყირგიზეთში, ბატკენის ოლქში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები