ანრი ოხანაშვილი: ის სამი პროცენტი, რაც გაქვთ, ისიც აღარ გექნებათ, დამერწმუნეთ, დადგება თვითმმართველობის არჩევნები და ჩაიხედავთ სარკეში

“ის სამი პროცენტი, რაც გაქვთ, ისიც აღარ გექნებათ, დამერწმუნეთ, დადგება თვითმმართველობის არჩევნები და ჩაიხედავთ სარკეში”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

ოხანაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც პარლამენტში საკუთარი ადგილები დაიკავეს, მადლობას უხდის.

„მადლობა კოლეგებო როგორც კრიტიკისთვის, შენიშვნისთვის, ასევე მხარდაჭერისთვის. ეს სჭირდება სწორედ ამ პარლამენტს და ჩვენს საზოგადოებას და არა ქუჩა-ქუჩა რომ დადიან და ვერ გარკვეულან, რისთვის დადიან, რა უნდათ. ხალხსაც ვერ ხვდებიან, სახეში ვერ უყურებენ და ვერც შეხედავენ სწორედ ის ხალხი, რომელთა ადგილებიც აქ თავისუფალია. ასევე, ის ხალხი, ვინც მათი ბულინგის ქვეშ არის, მალე მათაც ეს მოუწევთ. ის სამი პროცენტი, რაც გაქვთ, ისიც აღარ გექნებათ დამერწმუნეთ, დადგება თვითმმართველობის არჩევნები და ჩაიხედავთ სარკეში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები