გრიგოლ ლილუაშვილი დღეს პარლამენტში სუს-ის ანგარიშს წარადგენს
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი უწყების ანგარიშს წარადგენს.
ანგარიშში საუბარი ეხება ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხესა და გამოწვევებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე მოუსმინეს.