ეკატერინე ტიკარაძე: “კომენდანტის საათის“ გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს

“ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტის გადატვირთვასთან დაკავშირებით უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

„ნამდვილად ვთვლით, რომ ტრანსპორტი გადატვირთულია. ჩვენი სურვილია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტისა და მეტროს შესაძლო რესურსი გაიზარდოს. თუმცა, ამ ეტაპისთვის ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ტრანსპორტის გადატვირთვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები