გიორგი ვაშაძე: დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო პოლიციელებისთვის და არა დემონსტრანტებისთვის, მათ შორის, არც ნიკა მელიასთვის

“არცერთ პოლიციელს არ ვთვლი დაზარალებულად, ვინც მონაწილეობა მიიღო 20 ივნისის სისხლიან დაშლაში”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო პოლიციელებისთვის და არა დემონსტრანტებისთვის, მათ შორის, არც ნიკა მელიასთვის.

„ჩემი აზრით, კანონპროექტში აბსოლუტურად სამართლიანად არის მითითებული ერთი რამ, დაზარალებულის თანხმობა იქნება საჭირო პოლიციელებისთვის, დაზარალებულის თანხმობა საჭირო არ იქნება დემონსტრანტებისთვის, ნიკა მელიასთვის. არცერთ პოლიციელს არ ვთვლი დაზარალებულად, ვინც მონაწილეობა მიიღო 20 ივნისის სისხლიან დაშლაში და, რაც მთავარია, ვთვლი დაზარალებულად იმ ადამიანებს, ვისაც თვალი ამოთხარეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები