ეკატერინე ტიკარაძე: იქმნება წამლის ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე – იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის შესწავლას

“იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე – იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

„იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე – იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას. ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები