ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ მათი მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის ბალანსის დაცვა.

მისივე თქმით, მთავრობა შეზღუდვების თანმდევ სირთულეებს სრულად იზიარებს.

„სწორედ ამიტომ, მივმართეთ ყველა საშუალებას, რათა არ გამოცხადებულიყო კიდევ ერთი “ლოქდაუნი”, როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის. მოგახსენებთ, რომ 15 მარტიდან დღემდე აცრილია 40 000-ზე მეტი მოქალაქე. მოსახლეობის ვაქცინებით მოცვასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი ბევრად მასშტაბურია. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ყველა ჯგუფს, განურჩევლად მათი ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსისა, მივეცით აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის საშუალება, რათა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შევძლოთ პროცესის ეფექტური წარმართვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები