საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს

ახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ფოთში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც “კვირას” დეპარტამენტიდან აცნობეს, 2 ქუჩის –  რეკვავასა და აკაკის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მათივე ცნობით, ქუჩების საერთო სიგრძე 2.2 კმ-მდეა და ჯამური ღირებულება 3.2 მლნ. ლარს შეადგენს.

“ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 2 ქუჩაზე. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ფოთის წმ. გიორგის 1.5 კმ-იან ქუჩას, ღირებულებით 1.6 მლნ. ლარი და ჭავჭავაძის 3.5 კმ-იან ქუჩას, რომლის ღირებულება 2.9 მლნ. ლარამდეა. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.  ჯამურად, ქ. ფოთში 4 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები. პროექტის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები