ჯანმო: კორონავირუსის ე.წ. ინდური მუტაცია, სულ მცირე 17 ქვეყანაშია გამოვლენილი

კოვიდ19-ის B.1.617 მუტაცია, რომელიც ინდოეთშია გამოვლენილი, სულ მცირე, 17 ქვეყანაშია გავრცელებული, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ყველაზე ხშირად ვირუსის ეს ვერსია ფიქსირდება ინდოეთში, ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურში.

ჯანმო-ს მიერ ჩატარებულმა შუალედურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მუტაცია SARS-CoV-2-ის სხვა ვერსიებისგან განსხვავებით გაცილებით სწრაფად ვრცელდება.

ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ინდოეთში ვირუსის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს სხვა ფაქტორები, როგორებიცაა მასობრივი ღონისძიებები და მოსახლეობის დაუდევარი დამოკიდებულება ანტიკორონავირუსული წესების დაცვის მიმართ.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ინდოეთში ვირუსით 350 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები