მარინა კალიურანდი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ამის შესახებ ევროპარლამენტაარმა “ტვიტერზე” დაწერა.

როგორც კალიურანდი წერს, მოხარულია, რომ პარლამენტმა სესია ოპოზიციის წევრთა მნიშვნელოვან რაოდენობასთან ერთად დაიწყო.

“საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით”, – წერს კალიურანდი “ტვიტერზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები