გიორგი რურუა მიშელის დოკუმენტზე – ამნისტიის პუნქტი შეგვეშალა

„ის ერთი პუნქტი საკანში, რომ მოვისმინე მეც ვერ მივხვდი რა იყო და ამნისტიას გულისხმობდა, მეც ჩემ თავზე ვიღებ, რომ ეს შეგვეშალა, სამწუხაროდ ასე მოხდა, – ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დანარჩენი 4 პუნქტი მისაღებია.

„პარლამენტში ვინც შევიდა იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატება.

ის ერთი პუნქტი,საკანში, რომ მოვისმინე,, სიმართლე მინდა ვთქვა, მეც ვერ მივხვდი რა იყო. მეც ჩემს თავზე ვიღებ, რომ ეს შეგვეშალა და სამწუხაროდ ასე მოხდა.

მაგრამ, დანარჩენი ოთხი მისაღებია და ვფიქრობ, რომ ის ოთხი პუნქტი უნდა მივიყვანოთ. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები