ირაკლი კობახიძე: არის გარკვეული მუხლები, რომელთაც არ შეიძლება, ამნისტია შეეხოთ, როგორიცაა – სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა

“არის გარკვეული მუხლები, რომელთაც არ შეიძლება, ამნისტია შეეხოთ, როგორიცაა – სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონში ამნისტიის შესახებ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, ჩანაწერი უნდა გაკეთდეს.

„ამნისტიის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომელიც აცხადებს ერთადერთ რამეს; რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ. არის გარკვეული მუხლები, რომელთაც არ შეიძლება, ამნისტია შეეხოთ. ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს. მათ შორის, ესაა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ვფიქრობ, კანონში ამნისტიის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები