ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო „ფაიზერის“ მილიონამდე დოზას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანა „ფაიზერის“ მილიონამდე დოზას მიიღებს.

მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება.

„ქვეყანა „ფაიზერის“ მილიონამდე დოზას მიიღებს. ამას გარდა, 30 აპრილისთვის ქვეყანაში დამატებით 43 ათასი „ასტრაზენეკა“ შემოვა. ასევე, წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის” მხრიდან ივნისში”, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი – 30 მარტიდან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები