ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

2021 წლის 27-29 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ოფიცალური ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ჩატარდება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.

საქართველოში ყოფნისას, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვრვლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ის ასევე პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები