სალომე სამადაშვილი: კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის გაერთიანებული შეთანხმების გარშემო
პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი მანამ არ არის დასრულებული, სანამ მთელი ოპოზიციური სპექტრი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის გარშემო არ გაერთიანდება.
სამადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლდებიან.
“ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. დღეს, პირველ ყოვლისა, ამ დარბაზიდან მინდა, მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და2 გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ გახდეს ნაბიჯი წინ, რომ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია, პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.