ზურაბ ჯაფარიძე: დღეს არ დარეგისტრირდება ამნისტიის პროექტი, კონკრეტულად არ ყოფილა შეთანხმებული, რომ ჯალათები უნდა გათავისუფლდნენ

“დღეს არ დარეგისტრირდება ამნისტიის პროექტი, კონკრეტულად არ ყოფილა შეთანხმებული, რომ ჯალათები უნდა გათავისუფლდნენ”, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, დაზარალებულის თანხმობის გარეშე არ შეიძლება, ვინმეს რამე ეპატიოს.

„შეიძლება, მოხდეს ისე, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს და გამოვიდეს. როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები, არ ვიცი. ერთიან დოკუმენტზე შეჯერება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. თუ „ოცნება“ გავა ხელშეკრულებიდან, ცხადია, შეიძლება ისევ ბოიკოტი. დღეს არ დარეგისტრირდება ამნისტიის პროექტი. კონკრეტულად არ ყოფილა შეთანხმებული, რომ ჯალათები უნდა გათავისუფლდნენ. დაზარალებულის თანხმობის გარეშე არ შეიძლება, ვინმეს რამე ეპატიოს. პარლამენტში დღეს მე არ ვაპირებ არაფერში მონაწილეობის მიღებას, გარდა იმ დოკუმენტით გაწერილი საკითხებისა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები